მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

  • cisco
  • nea.ge

სტატისტიკა

სიახლეები

ამერიკელი მისიონერის სტუმრობა

2017 წლის 22 მარტს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი მისიონერი ბ-ნი დონ ვიტო. მის საქმიანობას საქართველოში წარმოადგენს ქარის გენერატორების დამონტაჟება მოსახლეობისათვის,მზის ენერგიის გამოყენება ელექტრო ენერგიის მისაღებად, ბიოგაზის მიღება და გამოყენება და მინიჰიდროჰესების დამონტაჟება და გამართვა.მან ელექტრიკოსის პროფესიის სტუდენტებს წარუდგინა თავისი პროექტი და ითხოვა მათგან მხარდაჭერა პროექტის განხორციელებისა და ტექნიკური სამუშაოების უკეთ წარმართვისათვის.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
23 მარტი 2017

"Fablab"-ის პრეზენტაცია

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ორგანიზაცია "fablab"-ის მიერ დაგეგმილ "ჰაკათონის" ორგანიზებისათვის.

პროექტის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებმა იაზონ დანელიამ და იზა ქემოკლიძემ. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ანა ცუცქირიძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები. ქალბატონმა ანამ პროგრამით  დაინტერესებულ სტუდენტებს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
20 მარტი 2017

საგაზაფხულო მიღება 2017

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯში "იბერია" 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით იწყება რეგისტრაცია შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

2.კონსულტანტ-გამყიდველი

3.ბუღალტერი

4.ფილამწყობი

5.ელექტრიკოსი

6.ელექტრიკოსი(ბაღდათის ფილიალი)

7.ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი

8.ავტომობილის ზეინკალი

9.შემდუღებელი

10.ოფისის მენეჯერი

11.სტილისტი

12.სტილისტი(ბაღდათის ფილიალი)

13.ინფორმაციული ტექნოლოგი

14.კომპიუტერული გრაფიკოსი

15.კომპიუტერული გრაფიკოსი(ბაღდათის ფილიალი)

16.დურგალი

17.სამაცივრო მოწყობილობის ტექნიკოსი

18.მზარეული

სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:

1.თავად დარეგისტრირდეს on-line ან მიბრძანდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა.

3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:განცხადება,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი),განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი),დაბადების მოწმობა(ასლი),2 ც ფოტოსურათი 3x4

საკონტაქტო ინფორმაცია:ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.#12

ტელ:577131836,577788301,555138516

ელ-ფოსტა: kolejiiberia@gmail.com, ვებ-გვერდი:www.iberias.ge

 

 

 

სიახლე სრულად
10 მარტი 2017

საახალწლო მილოცვა

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გილოცავთ შობა-ახალ წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2017 წლის შემობრძანება სრულიად საქართველოსთვის. ლხინი, ბარაქა და ულევი წარმატება მოეტანოს. გაერთიანებულიყოს და გაძლიერებულიყოს ჩვენი ქვეუყანა

სიახლე სრულად
05 იანვარი 2017

მასტერკლასი სტილისტებისათვის

პროფესიონალი სტილისტის საინტერესო და ნაყოფიერი მასტერკლასი სტილისტის პროფესიის სტუდენტებისათვის.

ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
06 დეკემბერი 2016

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  ბრძანებები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი