მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

სტატისტიკა

მთავარი

ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’


 ინფორმაცია კოლეჯის შესახებ

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’ ჩამოყალიბდა 2006 წელს ქუთაისის კერვისა და მოდელირების ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე,  განხორციელდა ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ბაზის სრული რეაბილიტაცია, დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და მოწყობილობებით. დღევანდელი მდგომარეობით სასწავლებელი დარეგისტრირებულია როგორც სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია’’.


2007  წლიდან კოლეჯს დაექვემდებარა ბაღდათის პროფესიული სასწავლებელი, როგორც ფილიალი. ბაღდათის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით 2009 წლიდან აღნიშნულ ფილიალში სტუდენტთა მიღება ხორციელდება მემცენარისა და მეფუტკრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. შესაძლებლობის ფარგლებში მოეწყო სასწავლო კაბინეტები, სასათბურე. კოლეჯმა შეიძინა 10 ოჯახი ფუტკარი საჭირო მოწყობილობებითა და მასალებით. აღნიშნული სპეციალობების სასწავლო ბაზების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვა ხელს შეუწყობს ბაღდათსა და მიმდებარე რეგიონებში სოფლის მეურნეობის მეტად საჭირო დარგების განვითარებას. შესაძლებელია, ბაღდათის ფილიალს დაემატოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ: მეხილეობა, მებოსტნეობა, ხილის გადამუშავებისა და მძიმე ტექნიკის მემანქანის სპეციალობები. მძიმე ტექნიკის მემანქანის პროგრამის სწავლებისათვის კოლეჯს გააჩნია 3 სიმულატორი. თუ, შესაძლებლობების ფარგლებში, მოხდება აღნიშნული სპეციალობების ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ხელს შეუწყობს მაღალ პროფესიულ დონეზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და, შესაბამისად, ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


კოლეჯის ინფრასტრუქტურა

2018 წლის მდგომარეობით კოლეჯს გააჩნია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მატერიალური რესურსი:


ქ. ქუთაისში:

ძირითადი კორპუსი (რეაბილიტირებული) (2883კვ.მ.): ადმინსტრაცია და სასწავლო სახელოსნოები;

სასწავლო სახელოსნო (რეაბილიტირებული) (367,21 კვ.მ.)

დამხმარე შენობები (რეაბილიტირებული): აუზი (80 კვ.მ.); (16,46 კვ.მ.) სატრანსფორმატორო;

სადურგლო საამქრო (რეაბილიტირებული) (240,1 კვ.მ.) სასწავლო სახელოსნო;

საინფორმაციო ცენტრი (რეაბილიტირებული) (109,19 კვ.მ.) საინფორმაციო სარეგისტრაციო ცენტრი;

სტუდენტთა სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი (რეაბილიტირებული) (1267,71 კვ.მ.).


ქ. ბაღდათში:

ადმინისტრაციის შენობა (რეაბილიტირებული) (1364 კვ.მ.) ადმინისტრაციის შენობა

სასწავლო შენობა (რეაბილიტირებული) (977,4 კვ.მ.) სასწავლო სახელოსნო

საერთო საცხოვრებელი (რეაბილიტირებული) (2246,4 კვ.მ.)

საქვაბე (300 კვ.მ.) (რეაბილიტირებული)

ქვესადგური (55 კვ.მ.) (რეაბილიტირებული)

სასწავლო სახელოსნო (1736 კვ.მ.) (რეაბილიტირებული)

სათბური (240 კვ.მ.) (რეაბილიტირებული).


კოლეჯში განთავსებულია სასწავლო ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი დონის დაზგა დანადგარებით  და კომპიუტერული ტექნიკით. კოლეჯს აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი "ფაბლაბის" ლაბორატორია


 ადამიანური რესურსები

კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით. სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულია 75 მასწავლებელი, მათ შორის: უმაღლესი პროფესიული განათლებით– 46, სამეცნიერო ხარისხით – 6 პედაგოგი. სხვადასხვა სახის ტრენინგი გავლილი აქვს კოლეჯის მასწავლებელთა 95%-ს.


პროგრამები

კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს  პროგრამებზე სხვადასხვა სპეციალობის  მიხედვით:

მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსი,  მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი,ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მღებავი,სტილისტი,ავტომობილის დიაგნოსტიკოსი,ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი, სამაცივრო მოწყობილობის ტექნიკოსი,ბუღალტერი,გამყიდველ-კონსულტანტი.

- საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის რეგიონული ფილიალის დაკვეთით განხორციელდა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები ელექტროშემკეთებლის, ზეინკალ-ელექტრიკოსისა და მქლორავ-ოპერატორის სპეციალობებზე; გადამზადების პროგრამა გაიარა 158-მა მოსამსახურემ;

- ქალაქის მერიამ ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა სანტექნიკოსისა და მომპირკეთებლის გადამზადების პროგრამები.

- განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების პროგრამა გაიარა SOS ბავშვთა სოფლის 32-მა ბენეფიციარმა.

-კოლეჯმა ავსტრიის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით განახორციელა "მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამა",რომლის ფარგლებში  ოფისის მენეჯერის, ბუღალტრის, ფილამწყობისა და ელექტრიკოსის სპეციალობებს დაეუფლა 20 პრობაციონერი.

-"სკოლის მოსწავლეთა შრომის უნარების განვითარების" ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა "იბერია" განახორციელა პროფესიული სასწავლო პროგრამები საჯარო სკოლებში ავტოშეკეთების, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, მზარეულის, სტილისტის, ელექტრიკოსის სპეციალობებში.

 

სტუდენტები

სწორად განსაზღვრული  პრიორიტეტული პროფესიების, სწავლების მაღალი ხარისხისა და სათანადო საკადრო პოლიტიკის შედეგად სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად გაიზარდა: 2007 წელს პროფესიული სწავლების ცენტრში სწავლობდა 272 სტუდენტი, 2008 წელს – 488, 2009 წელს – 925,  2010 წელს – 1196 სტუდენტი, 2011 წელს პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებულ იქნა 1301, 2012 წელს –  1457 სტუდენტი, 2013 წელს კოლეჯი დაამთავრა 1128 სტუდენტმა, 2014 წელს - კოლეჯი დაამთავრა 463-მმა სტუდენტმა. 2015-830 სტუდენტი მათ შორის 461 ქალი და 369 კაცი. 2016-621 სტუდენტი, მათ შორის 371 ქალი და 251 ვაჟი,


 

ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ 

კოლეჯის დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელთა ინფორმაცია არსებობს  ბაზის სახით, რომელშიც შეტანილია ყველა სტუდენტის მონაცემი, რომელიც ჩაირიცხა კოლეჯში. დასაქმების მაჩვენებელი წლების მიხედვით არის შემდეგი: 2008 წელს 172 ადამიანი. 2009 წელს 354 ადამიანი. 2010 წელს - 478 ადამიანი. 2011 წელს - 305 ადამიანი.2012-539 ადამიანი, 2013-489 ადამიანი, 2014- 512 ადამიანი,2015-478 ადამიანი.2016-572 ადამიანი.


პარტნიორობა სხვა ორგანიზაციებთან

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა:

- UNDP – გაეროს განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 9 პროგრამის მიხედვით პროფესიული გადამზადება გაიარა 155-მა სტუდენტმა;

- USAID, რომელმაც 6 პროფესიაში გადაამზადა 1080 კაცი;

- ნორვეგიის დევნილთა საბჭო – NRC, რომელიც წარმატებით თანამშრომლობდა კოლეჯთან 2008-2009 წლებში. აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით  სხვადასხვა პროგრამის მიხედვით პროფესიული მომზადება გაიარა აფხაზეთიდან დევნილმა 17-დან 25-წლამდე ასაკის  252-მა ბენეფიციარმა. ამჟამად ,,განათლება დემოკრატიისათვის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აფხახეთიდან დევნილი 30 სტუდენტის მომზადების 3-თვიანი პროგრამა  სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტისა და შემდუღებლის (ელექტრორკალური) სპეციალობებზე.

 -USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის – EPI-ის პროექტის მიხედვით 2012 წლის აპრილ-სექტემბერში განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადების ხანგრძლივი ტრენინგი სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტის, საკერავი მანქანის ოპერატორისა და საკერავი მანქანის მექანიკოსის სპეციალობებზე. ამასთან ერთად, პროექტის შესაბამისად, აღნიშნული სპეციალობების სასწავლო სახელოსნოები და ლაბორატორიები აღიჭურვა უახლესი დანადგარებით, მანქანებითა და სასწავლო მასალებით.

-სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "People In Need"

ურთიერთობა კერძო სექტორთან

დაარსების დღიდან კოლეჯმა საქმიანი ურთიერთობები დაამყარა მრავალ ორგანიზაციასთან, როგორებიცაა: ,,თეგეტა მოტორსი’’, სს ,,იმერი’’, შ.პ.ს. ,,ტაქსი’’, სამოდელო სახლი ,,მარიონელა’’, სს ,,ქუთაისის ავტოსერვისი’’, შ.პ.ს. ,,დიზაინკომპლექსი’’, სს ,,დასავლეთის წყალი’’, სს ,,ქუთაისის გაზი’’, სს ,,იტერა საქართველო’’და სხვები. აღნიშნულ სამრეწველო, სამშენებლო თუ მომსახურების ობიექტებში ხორციელდება სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკა. ხშირია  პრაქტიკის ობიექტებზე  კურსდამთავრებულთა დასაქმების შემთხვევები.

კოლეჯმა განახორციელა სასჯელაღსრულების პროგრამა, ახორციელებს ჯანდაცვის მოკლევადიან საგანმანთლებლო პროგრამებს.


ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ბოლო პერიოდში პარტნიორთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა: ესტონურ-ქართულ პროექტის – ,,მხარი დავუჭიროთ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში’’– მიხედვით 2012 წლის მაისში  ესტონეთში განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები. დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პარტნიორ პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში, რომლის მატერიალური ბაზა, სწავლებისა და შეფასების მეთოდები ძალიან მაღალი ხარისხისაა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა კოლეჯის თანამშრომლობა ქალაქ რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ჩვენი სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას რაკვერეს პროფესიულ-ტექნიკურ სკოლაში 3-5 კვირის განმავლობაში, აგრეთვე ჩვენი კოლეჯის ტრანსპორტის დარგის მასწავლებლების სტაჟირებასა და გადამზადების კურსებს რაკვერეში.

ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობამ დაამყარა კავშირი პოლონეთის პროფესიული განვითარების ორგანიზაციასთან. ამ პროექტის ფარგლებში კოლეჯის  ოცი სტუდენტი და ხუთი მასწავლებელი 2012 წლის მაისში იმყოფებოდა პოლონეთის მოწინავე კოლეჯებში, სადაც გაეცნენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ავტომობილის ზეინკლის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის, სასტუმრო საქმისმწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგისა და კომპიუტერული გრაფიკოსის  სპეციალობებზე. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 2014 წელს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია პოლონეთიდან

2015 წელს კოლეჯის 15 პედაგოგი გაემგზავრა პოლონეთში და ესტუმტა პოზნანის ხუთ დამეგობრებულ პროფესიულ კოლეჯს. კოლეჯს აქტიური ურთიერთობა აქვს ესტონეთის ქალაქ რაკვერეს პროფესიულ კოლეჯთან. მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება. პროექტს ხორციელდება ორგანიზაცია "ინოვის" მიერ.

2016 წლის გაზაფხულზე ესტონეთში გაემგზავრა ორი პედაგოგი სტაჟირებაზე.

2017 წლის 2 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯის 7 მასწავლებელი და 10 სტუდენტი, რომლებიც იქნენ შერჩეული კონკურსის წესით, გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

2018 წელს იგეგმება კოლეჯის 2 სტუდენტის შერჩევა ესტონეთში,ქალაქ რაკვერეში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  სამართლებრივი აქტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება