მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
რეგისტრაცია

მენიუ

სიახლეების კალენდარი

გამოკითხვა

რა არის მთავარი პროფესიული წარმატებისთვის?



ბანერები

სტატისტიკა

კოლეჯის შესახებ

რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილებების შესახებ

ყურადღება, ყურადღება!

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "იბერია" 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

აპლიკანტებს, რომელთაც სურვილი აქვთ ცვლილებები შეიტანონ რეიტინგული პროფესიების ჩამონათვალში, ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ 2018 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.

 სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გისურვებთ წარმატებებს!

სიახლე სრულად
08 მაისი 2018

ალტერნატიული ტესტირება

 სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" 2018 წლის 3 და 4 მაისს ჩატარდა ალტერნატიული პროფესიული ტესტირება სსსმ აპლიკანტებისათვის. ტესტირებაზე კოლეჯში სწავლის მსურველმა აპლიკანტებმა მოსინჯეს არჩეული პროფესია მასწავლებელთან ერთად, რაც მას დაეხმარა სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

 ფოტოგალერეა

სიახლე სრულად
07 მაისი 2018

19 აპრილის ღონისძიება

 19 აპრილს სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა "იბერია" პროფესიული განათლების რეგიონალური ფესტივალის ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოაწყო კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

 ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცათ გაეგოთ ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და ჩარიცხვის წესის შესახებ.

 ფოტოგალერეა

 

სიახლე სრულად
25 აპრილი 2018

საგაზაფხულო მიღება 2018

სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
2018 წლის 10 აპრილიდან სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში "იბერია" იწყება რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
1.სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
2.კონსულტანტ-გამყიდველი
3.ელექტროობა
4.ინფორმაციის ტექნოლოგია
5.მზარეული
6.შემდუღებელი
თვითდაფინანსებული (აფინანსებს სტუდენტი ან სპონსორი) პროფესიათა ჩამონათვალი:
1.ბუღალტერი
2.კომპიუტერული გრაფიკოსი
3.ოფისის მენეჯერი
4.ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი
რეგისტრაცია გაგრძელდება 22 აპრილამდე. პროფესიული ტესტირების პრეტესტი ჩატარდება 5 მაისს, ხოლო პროფესიული ტესტირება 6 მაისს.პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება 30 მაისს.
სასურველი პროფესიის არჩევის შემდეგ აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა:
1.თავად დარეგისტრირდეს on-line საიტზე vet.emis.ge ან მიბრძანდეს კოლეჯში ან ადგილობრივ რესურსცენტრში და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.გაიაროს პრეტესტი და ჩააბაროს გამოცდა
3.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:განცხადება,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი),განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(დედანი),დაბადების მოწმობა(ასლი),2ც ფოტოსურათი 3x4,სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი(ვაჟებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ისარგებლებენ ალტერნატიული ტესტირებით,რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
საკონტაქტო ინფორმაცია:ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. #12,ტელ:577788304, 555138516, 595179077 ელ-ფოსტა:kolejiiberia@gmail.com,ვებ-გვერდი:www.iberias.ge

სიახლე სრულად
29 მარტი 2018

დასაქმება კურორტზე "საირმე"

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" გთავაზობთ ვაკანსიებს კურორტზე    ,,საირმე’’.დასაქმებული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით.

 

 ფინანსური დეპარტამენტი  - გამოცდილება სასურველია

  • მთავარი მოლარე - ვაკანტური ადგილი -1 
  • საწყობის ოპერატორი -  ვაკანტური ადგილი -1
  • კვების პროდუქტების შემსყიდველი - ვაკანტური ადგილი -1
  • საწყობის ადმინისტრატორი - ვაკანტური ადგილი -1

2. სამედიცინო დეპარტამენტი - აუცილებელია გამოცდილება

  • უფროსი ადმინისტრატორი -  ვაკანტური ადგილი - 1
  • პოლიკლინიკის  რეგისტრატორი -  ვაკანტური ადგილი - 1
  • სპა  რეგისტრატორი - ვაკანტური ადგილი - 2
  • ექთანი - ვაკანტური ადგილი - 2

3. უსაფრთხოების დეპარტამენტი 

  • დაცვის თანამშრომელი - ვაკანტური ადგილი - 2
  • მძღოლი - ვაკანტური ადგილი - 1


4. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დროებითი (ივლისი. აგვისტო, სექტემბერი) თანამშრომელი =  ვაკანტური ადგილი - 1

5. დასუფთავების დეპარტამენტი 

  • მებაღე - ვაკანტური ადგილი -1
  • სუპერვაიზერი - ვაკანტური ადგილი - 2
  • დამლაგებელი - ვაკანტური ადგილი - 20
  • მეეზოვე - ვაკანტური ადგილი - 2


6. მიღება-განთავსების დეპარტამენტი - სასურველია გამოდილება

  • ადმინისტრატორი - ვაკანტური ადგილი - 2
  • სუპერვაიზერი - ვაკანტური ადგილი - 1
  • კარის კაცი -  ვაკანტური ადგილი - 3

7. გასართობი მიმართულება - სეზონური (ივლისიაგვისტოსექტემბერი)

  • ანიმატორი - ვაკანტური ადგილი - 2
  • ძიძა - ვაკანტური ადგილი - 1
  • ზიპლაინის თანამშრომელი - ვაკანტური ადგილი - 3
  • საცოცი კედლის ინსტრუქტორი -  ვაკანტური ადგილი - 1

8. კვებისა და სასმელების დეპარტამენტი - სასურველია გამოცდილება

  • მზარეულის დამხმარე - ვაკანტური ადგილი - 2 
  • მცხობელი - ვაკანტური ადგილი - 2
  • მიმტანები - ვაკანტური ადგილი - 37
  • ჭურჭლის მრეცხავი - ვაკანტური ადგილი - 11
  • დამლაგებელი  კვების - ვაკანტური ადგილი - 9
  • კაფეტერიის სუპერვაზიერი - ვაკანტური ადგილი - 3 

 

სიახლე სრულად
08 თებერვალი 2018

მთავარი  ::  სტრუქტურა  ::  ჩვენს შესახებ  ::  პროფესიული სტანდარტები  ::  სიახლეები  ::  პროგრამები  ::  კონტაქტი  ::  ინკლუზიური განათლება